bird-4062359_1280

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს სათქმელი ჯერ არ დაუსრულებია!

ღმერთს სათქმელი ჯერ არ დაუსრულებია!

მინდა გაგიზიაროთ ორი მოწმობა, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ცვლის ღვთის მყოფობა ცხოვრებას, როგორც ანელებს დათრგუნულობას და ზრდის სიხარუსლ, როგორ ანაცვლებს გლოვას ნუგეშით და სიმშვიდით. ყველაზე მძიმე ჟამს ჩვენს ცხოვრებაში ღმერთი მოქმედებს. 

  • „ახლახან დავქვრივდი. მეუღლესთან ერთად ოცდათერთმეტი ბედნიერი წელი გავატარე. როცა გარდაიცვალა, ჩემს გულში სიცარიელემ დაისადგურა. მაგრამ ღმერთი თავისი ძალით საოცრებებს ახდენს. მან თქვენი გზავნილებისა და ჩემი მწუხარების თანამოზიარეთა საერთაშორისო ჯგუფის მეშვეობით მაკურთხა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ თავის მოკვლა მსურდა. ძნელია, როცა ორმოცდათექვსმეტი წლის ასაკში მარტო რჩები. მაგრამ ღმერთმა თქვენი სახით მანუგეშებლები გამომიგზავნა. ღმერთი თქვენი გზავნილების მეშვეობით მეუბნებოდა: „განიქარვე მწუხარება. მე არ მიგატოვებ, მე შენთან ვარ“. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ქრისტეს მიბაძვისთვის“. 
  • „მუდამ თეთრ ყვავად ვგრძნობდი თავს. დედას არ ვუნდოდი, და ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, მეუღლესთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რომ სხვათა სიყვარული დამემსახურებინა, სანაცვლოდ კი არაფერს ვიღებდი. ახლა სამცდარვა წლის ვარ და ღმერთი მიყვარს. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ მისი სიყვარულის ისევე უნდა დამემსახურებინა, როგორც ადამიანების, რომ მისი სიყვარულის ღირსი არ ვარ. „დაინახე სასწაულის“ გზავნილებმა დამარწმუნა, რომ ეს ასე არ არის. მივხვდი, რომ მან იმიტომ გამაჩინა, რომ ჩემი არსებობა ისურვა, რომ მას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. გმადლობთ, რომ ეს დამანახეთ“.

გმადლობთ თქვენი საოცარი გამამხნევებელი მოწმობებისთვის!

დღეს შენს ცხოვრებაში ქრისტე მოქმედებს. მკვდრეთით აღმდგარი შენთანაა, რათა განუგეშოს და შენ ცხოვრება შეცვალოს.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.