
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს სრულყოფილი სიყვარულით უყვარხარ!
ღმერთს სრულყოფილი სიყვარულით უყვარხარ!
„რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა,“ – ამბობს შენი მწყალობელი უფალი“ (ეს. 54:10).
ჩემო მეგობარო, შენ ღმერთს სრულყოფილი სიყვარულით უყვარხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სიყვარულს ვერაფერს დაუმატებ, ვერ გააუმჯობესებ, უფრო მეტად ვერ დაატკბობ. ის სრულყოფილად ეხმიანება შენს გულისნადებს!
- ეს სიყვარული მაცოცხლებელ წვიმას ჰგავს, რომელიც გამხმარ მიწას აწყურებს.
- ეს სიყვარული ზაფხულის მსუბუქ, ნაზ, გამაგრილებელ სიოს ჰგავს..
- ეს სიყვარული ალის მსგავსია, რომელიც ყველაზე სუსხიან ზამთარშიც გაგათბობს.
ღმერთს შენ უყვარხარ!
ყური დაუგდე. მიმოიხედე. ღვთის სიყვარული შენს გარშემოა და შენშია. ყოველ დილით შენ მისი სიყვარულის გზავნილს იღებ. ის განთიადის მზის სხივს გიგზავნის, რათა შენი გული გაათბოს.
მიიღე ეს სიყვარული. უბრალოდ დაიჯერე, რომ ღმერთს ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ. დაიჯერე, რომ ეს სიყვარული უსაზღვროა. იწამე ეს ჭეშმარიტება და ღვთის სიყვარული შენს ბორკილებს დაამსხვრევს, ცრემლს შეგაშრობს და შენს გულს განკურნავს.
დამოწმება: „როცა ჩემი მეუღლე წავიდა, ჩემთვის ცრემლის დრო დადგა. მაგრამ ნუგეში ღვთის სიტყვაში ვიპოვე. თქვენს გზავნილებსაც ყოველდღე ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ღმერთს ვუყვარვარ, რომ ჩემს ცხოვრებას მიზანი აქვს. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს