5.8

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენგან მოქმედება სურს

ღმერთს შენგან მოქმედება სურს

შენი სიცოცხლე ღვთის ნიჭია. ყოველ დილით ღმერთი გჩუქნის ახალ დღეს – სუფთა ფურცელს, რომელიც შენი ფიქრებით,  შენი საქმეებით, შენი სუნთქვით უნდა გაფერადდეს.   

როგორ უნდა იმოქმედო?

  • შეეხე სხვებს ისე, როგორც იესო ეხებოდა – სიყვარულით და პატივით.
  • ილაპარაკე ისე, როგორც ღმერთი ლაპარაკობს – შენი სიტყვა მართალი და ძლიერი უნდა იყოს. 
  • იარე ისე, როგორც ღმერთი დადის – თამამად და თავდაჯერებით. 
  • შეიყვარე ისე, როგორც ღმერთს უყვარს – უპირობოდ და უსაზღვროდ. 

შენ იტყვი, ადამიანი უძლურიაო. სწორედაც! მაგრამ სულიწმიდის შეწევნით ის ძლიერია! 

შენ სულიწმიდით აღივსები. ის გათქმევინებს საჭირო სიტყვებს, ის წაგიძღვება იქ, სადაც ყველაზე უფრო საჭირო ხარ.

გჯეროდეს: ღმერთს შენგან მოქმედება სურს. ის გამოგიყენებს, რათა მისი განგებულება აღასრულო და სხვათა კურთხევად იქცე! 
ილოცე ჩემთან ერთად: „ღმერთო, გმადლობ, რომ მასწავლი, როგორ შევეხო, როგორ ვილაპარაკო, როგორ ვიარო და როგორ მიყვარდეს. შენი შეწევნით მე ყველაფერს შევძლებ. მოიხმარე ჩემი სიცოცხლე შენი სახელი დიდებისთვის! ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.