7.29

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენთვის დროის უკუქცევა შეუძლია!

ღმერთს შენთვის დროის უკუქცევა შეუძლია!

ალბათ გიოცნებია დროის მანქანაზე. წარსულში ბრუნდები, შეცდომებს ასწორებ, სხვაგვარად მოქმედებ. ან, უბრალოდ,  კიდევ ერთხელ განიცდი წარსულის სასიხარულო და საამო წუთებს.

„აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ“ (იოელ. 2:25).

დრო სწრაფად მიდის, ჩვენ კი მის დინებას ვერც კი ვგრძნობთ. ვმუშაობთ, ყოველდღიურ ჩვეულ საქმეებს ვასრულებთ და ასე გადის დღე, კვირა, თვე… ასე გადის წლები. ოცნებები წარსულს ბარდება. ვიღაც საკუთარი საქმის წამოწყებას ოცნებობდა, ვიღაც – პიანინოზე დაკვრის ოსტატობის დაუფლებას…   

ღმერთს შენთვის დროის უკუქცევა შეუძლია. მას შეუძლია დაგიბრუნოს უქმად დაკარგული წლები. იყო დრო, როცა შენ მისგან განშორებით ცხოვრობდი. იქნებ, დრო უმნიშვნელო საქმეებს შეალიე, ოცნება კი სადღაც შარაგზაზე დატოვე.

ღმერთთან ერთად არაფერი არ არის გვიან. მან შენ ნიჭებით და უნარებით დაგაჯილდოვა და, რა თქმა უნდა, მათ გამოყენებაშიც დაგეხმარება.  

დღესვე მოეჭიდე ამ ჭეშმარიტებას და ღვთის ოცნების აღსრულება დაიწყე. უბრალოდ, ნაბიჯი გადადგი… ნამდვილად არ არის გვიან.

დამოწმება: „სულ ცოტა ხნის წინ ალკოჰოლიზმის გამო ფსკერზე აღმოვჩნდი. ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად სრულიად გამოფიტული და უსუსური ვიყავი. სიფხიზლის ხანმოკლე მომენტებში სიკვდილს ვნატრობდი. არ ვიცი, როგორ მოხვდა ჩემს ე-მაილში თქვენი პირველი წერილი. თავად ის ფაქტი, რომ ერთ მშვენიერ დილას ფოსტა გავხსენი და, ჯერ კიდევ ალკოჰოლით გაბრუებულმა, თქვენი წერილი წავიკითხე, უკვე საოცრებაა. წავიკითხე და დავინახე, რად ვიქეცი. იმ დღიდან არ დამილევია. ახლა ვმკურნალობ. მჯერა, რომ უფალმა თქვენი წერილების მეშვეობით ცხოვრების ფსკერიდან ჩემი ამოყვანა ისურვა. მე იქ აღარ დავბრუნდები“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.