3.17

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენთვის თავის გაცხადება სურს!

ღმერთს შენთვის თავის გაცხადება სურს!

გითხოვია ღმერთისთვის, რომ მან თავი გაგიცხადოს? გითქვამს უფლისთვის, რომ მისი შემეცნება გსურს?

ღმერთს ძლიერ სურს, რომ შენ მას იცნობდე. ის გეცხადება მოვლენებში, რომლებიც შენს ცხოვრებაში ხდება. ის იყენებს ყოველ სიტუაციას, რომელშიც შენ აღმოჩნდი, რათა შენ ის უფრო ღრმად შეიმეცნო… უნიკალური, პიროვნული გამოცდილებით.

  • თუკი რთულ, თუნდაც კატასტროფულ სიტუაციაში აღმოჩნდები, იცოდე, რომ ღმერთს სურს, დამცველად მოგევლინოს ( დაბ. 22:14).
  • თუკი კარს სნეულება მოგადგა, ის გევლინება, როგორც მკურნალი ღმერთი ( გამოსვ. 15:26).
  • გგონია, რომ ბრძოლა შენს ძალას აღემატება? ღმერთი მოგცემს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით ( 1 კორინთ. 15:57).

მეფე აქ არის! ის აქვეა, შენს ცხოვრებაში: შენს სამუშაო ადგილას, შენს მანქანაში, შენს სახლში.

ღმერთი არ გაგწირავს, ღმერთი არ გაგრიყავს! პირიქით, ის მკლავებს გიშლის, რათა დაგიცვას.

ის ფართოდ გიშლის მკლავებს და მის გულს შენდამი სიყვარული ავსებს!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.