10.16 (1)

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენთვის ნათელი მომავლის და იმედის მოცემა სურს!

ღმერთს შენთვის ნათელი მომავლის და იმედის მოცემა სურს!

ბევრი ადამიანი თავს ამ ცხოვრების ტყვედ გრძნობს. თითქოს რაღაც უხილავ კედელს მიადგა, რომელიც მას მომავლისკენ მიმავალ გზას უღობავს. თუკი შენც დაგეუფლა ასეთი გრძნობა, დღეს მინდა განუგეშო: ღმერთს შენთვის ნათელი მომავალი სურს და მუდამ გიხსნის ახალ ჰორიზონტს. 

„რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი“ (იერ. 29:11)

ქალაქში მცხოვრები ადამიანი ფანჯრიდან გაიხედავს და მეზობელი სახლის კედელს ან პატარა, უღიმღამო ეზოს დაინახავს. ჰორიზონტს, რომელსაც უფალი გვიშლის, ფიზიკური მზერით კი არა, გულით ვხედავთ.

თუმცა ზოგჯერ ჩვენი გულიც ებჯინება კედელს, რომელიც ჩვენგან მზეს ფარავს, რომელიც მტკიცე და დაუძლეველი ჩანს.

მაგრამ დამერწმუნე, ჩემო მეგობარო: ღმერთმა, ჩვენმა კეთილმა მამამ, ჩვენი გულის მზერისთვის უმშვენიერესი ხედები განამზადა.
ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, ჩემი გულის მზერა ჰორიზონტს ვერ სწვდება. თითქოს ჩიხში ვარ, თითქოს ჩემს გარშემო მაღალი კედლები აღმართულა. მაგრამ ვიცი, რომ აქ არ დამტოვებ, ვიცი, რომ მალე ჩემს წინაშე თვალუწვდენელი ჰორიზონტი გაიშლება. უფალო, მე შენ გენდობი, შენი იმედი მაქვს. შენი სახელით ვლოცულობ, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.