
ბევრი ადამიანი ფიქრობს: როცა ვლოცულობ, ნამდვილად ესმის ღმერთს ჩემი ვედრება ან სამადლობელი? უპასუხებს უფალი ჩემს ლოცვას? როცა მისი ნებისამებრ ვითხოვთ, მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ. ასე გვასწავლის წმინდა წერილი:
„და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ“. (1 იოან. 5:14-15).
მაგრამ საკითხავია: საიდან უნდა ვიცოდეთ, რა სურს უფალს, როგორია მისი ნება? მისი ნების შეცნობას წმინდა წერილის კითხვით და ყოველდღიური ლოცვით შევძლებთ. ღმერთს ჩვენთან ნამდვილი და ღრმა კავშირი სურს. ნუ დაეჭვდები: ის გაჩვენებს თავის ნებას და მის აღსრულებაშიც დაგეხმარება.
თუკი ყველაფერი ასე მარტივია, რატომ გვეჩვენება, რომ უფალს ჩვენი არ ესმის? შეიძლება პასუხი ისე სწრაფად ვერ მივიღოთ, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ გახსოვდეს: ღმერთი შენს კითხვას და შენს სათხოვარს არ უგულებელყოფს და უპასუხოდ არ დატოვებს. უბრალოდ, პასუხის დრო ჯერ არ დამდგარა. მაგრამ მტკიცედ გწამდეს, რომ ღმერთი ერთგულია და შენი ვედრება არ დავიწყებია.
მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, მტკიცედ მჯერა, რომ შენი ნებისამებრ თუ გთხოვ, მიპასუხებ და შემეწევი. ხმა მომაწვდინე, გამიცხადე შენი ნება, რათა შენ მიერ დასახული გზით ვიარო და აღვასრულო ის, რისთვისაც მომიწოდე. იესოს სახელით, ამინ“
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს