6.26

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენი სულის აღდგენა სურს

ღმერთს შენი სულის აღდგენა სურს

ხანგრძლივი ეპიდემია, რომელსაც მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა… მოულოდნელი სასტიკი ომი, რომელსაც ახლა ერი ეწირება… ეს ყველაფერი ჩვენს სულებს ანგრევს. ამიტომ შენთვის იმედის გზავნილი გაზიარება მინდა: იცოდე, რომ ღმერთს შენი სულის აღდგენა სურს. 

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ბევრ ჩვენგანს განუცდია უსუსურობის გრძნობა, ეჭვი, დაბნეულობა ავადმყოფობის, ფინანსური პრობლემების თუ მსახურების სირთულეთა გამო. 

ალბათ, ასეთი განცდები შენც გქონია. ან, იქნებ, სწორედ ახლა განიცდი. მაგრამ გახსოვდეს: იესო, შენი მწყემსი, „წყნარ წყლებზე წაგიძღვება“.  

„ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“ (ფსალმ. 22:2)

იესოს შენი სულიწმიდით აღვსება სურს, რათა შენი ცხოვრება ღვთის დიდებით აყვავდეს. მას შენი გამოცოცხლება და განახლება სურს. მას სურს, რომ მთელი შენი არსება სიცოცხლის წყაროდან დაწყურდეს, რათა სხვებისთვის კურთხევად იქცე. 

„ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ“. (იოან. 7:37-39)

ღმერთს შენი სულის აღდგენა სურს. მას სურს დაგიბრუნოს ყველაფერი, რაც მტერმა წაგართვა. უფალს შენი რწმენის განმტკიცება, შენი გამხნევება სურს. მხოლოდ მას შეუძლია შენი ძალის განახლება. ვლოცულობ და მწამს, რომ ეს დღეს მოხდება.  

ეს სიტყვები მომართული შენთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა ამ წერილს კითხულობს:აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო“

 (საქმე 3:19-20) მოგწყურდა? მოდი იესოსთან და დაწყურდები! მას შენი სულის აღდგენა სურს.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.