
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია!
ღმერთს შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია!
ბიბლიაში ვკითხულობთ: „რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი“ (იერ. 29:11)
არ ვიცი, გიყვარდა თუ არა გრამატიკის გაკვეთილები, მაგრამ დღეს ორიოდე სიტყვით სწორედ ამ სფეროს უნდა შევეხოთ. ზემოთ მოყვანილი მუხლი იწყება სიტყვით რადგან, რომელიც, თუ გახსოვს, როგორც მეტყველების ნაწილი, წარმოადგენს კავშირს, როგორიცაა „და“, „მაგრამ“ და ა. შ.
ადამიანები ხშირად იყენებენ სიტყვას „მაგრამ“: „კარგი აზრია, მაგრამ…“, „დაგეხმარებოდი, მაგრამ…“ და ა. შ. ძალიან ადამიანური სიტყვაა, რომელსაც მოსაუბრისთვის ხშირად გაწბილება მოაქვს.
შენც ხომ არ შეუფერხებიხარ ამ სიტყვას – „მაგრამ“? ისეთი სიტყვაა, რომელმაც შეიძლება დიდი შემართებაც კი დაგაკარგვინოს.
ღმერთი არ ამბობს: „მაგრამ“. იგი ამბობს: „რადგან“. იოანეს სახარების 3:16 მთელი უწყების უმშვენიერესი შეჯამებაა და სწორედ ამ სიტყვით იწყება:
„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“
იხარე,
- რადგან ღმერთმა და მისმა ძემ, იესომ, იხსნეს დაკარგული და მოკვდავი კაცობრიობა; რადგან უფალი გამოუვალი ვითარების გამოსწორებაში დაგეხმარება;
- რადგან შენი ცხოვრება ღვთის ხელით იმართება და მან შენს დასახმარებლად ანგელოზები მოავლინა;
- რადგან ღმერთი თავის აღთქმას არ დაარღვევს.
რა გვესმის ადამიანებისგან? „მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის“, „მაგრამ შენ უკვე მოხუცდი“, „მაგრამ შენ ამას ვერ შეძლებ“ და ა. შ. ღმერთს უსმინე და მისგან სიტყვას „მაგრამ“ კი არ გაიგებ, არამედ მხოლოდ კავშირს „რადგან“, რომლითაც ის ყველა შენს კეთილ წამოწყებაში დაგეხმარება.
დამოწმება: „მადლობას ვუძღვნი უფალს „დაინახე სასწაულის“ წერილებისთვის. როცა შენი დღე იმის შეხსენებით იწყება, რომ ღმერთს უყვარხარ, რომ მას შენთვის მიზანი აქვს და იესოსთან ერთად ყველაფერს შეძლებ, ეს დიდი ნუგეში და გამხნევებაა. მაშინაც კი, როცა ცხოვრებაში რაიმე პრობლემას ვაწყდები, ვიცი: ვიღაც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთან ერთად, ამიტომ ყველაფერი მოგვარდება. საოცარია ისიც, როცა შენთვის უცნობი ადამიანი მადლობას გიხდის იმისთვის, რომ არსებობ.
მე კი იმისთვის ვლოცულობ, რომ ყოვლადკეთილმა უფალმა გაკურთხოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და „დაინახე სასწაულის“ გუნდი. არ მოგკლებოდეთ მისი სიბრძნე, ხელმძღვანელობა და კურთხევა. გმადლობთ, რომ არსებობთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს