5.27

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენ უყვარხარ

ღმერთს შენ უყვარხარ

„ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში“ (1 იოან. 4:16).

გათენდა, მზე ამოვიდა და არემარე გაანათა. ყვავილები გაიშალნენ და მის სხივებს მიეფიცხნენ. ფრინველები განთიადს გალობით მიესალმნენ. მთელი ქმნილება ამოძრავდა, როცა უფალმა თქვა: „იყოს ნათელი“. მან, ვისაც ყველაფერი ძალუძს, თავისი სიტყვით სამყარო მომართა. 

ღმერთს სურს, რომ შენს ცხოვრებას და შენს გულს ნათელი ავსებდეს. წამოიმართე რწმენით! შეიცანი ეს მარადიული, უპირობო ჭეშმარიტება. ღმერთი უცვლელი და მარადიულია. მისი სიყვარულიც უცვლელია. მუდამ გახსოვდეს: ღმერთს შენ უყვარხარ.

  • ის აშრობს შენს ცრემლებს, როცა გული მწუხარებით გევსება.
  • ის ხარობს, როცა შენ წარმატებას აღწევ, როცა შენ სწორ გზაზე დგები.
  • ის მუდამ გიმზერს.
  • ის შენში არ დაეჭვდება, მაშინაც კი, როცა თავად არ გჯერა საკუთარი ძალების.

რატომ? იმიტომ, რომ შენ მას უყვარხარ.

ღმერთს შენ უყვარხარ და მისი სიყვარული მარადული და უსაზღვროა.
ერთად შევწიროთ მადლობა უფალს: „უფალო,  ვიცი, რომ მარადიული სიყვარულით გიყვარვარ, რომ უსაზღვროდ გიყვარვარ. გმადლობ შენ, ღმერთო. იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.