5.7

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს შენ უყვარხარ

ღმერთს შენ უყვარხარ

რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოან. 3:16).

მიყვარს სახარების ეს ერთ-ერთი უმთავრესი მუხლი. ის გვასწავლის, რომ ღვთის სიყვარული ყოვლისმომცველია და ამავე დროს პიროვნული.

  • ღვთის სიყვარული ყოვლისმომცველია, ანუ ღმერთს მთელი ქმნილება უყვარს. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის მცხოვრებთან შეგვიძლია დაკავშირება. ინტერმეტის მომხმარებელთა რიცხვი სამ მილიარდს აღემატება, Facebook-ს ყოველდღე მილიარდი ადამიანი სტუმრობს, ორ მილიარდ ადამიანზე მეტი კი სმარტფონის მფლობელია. ზოგი მისიონერისთვის მთავარია მოხერხებული ფეხსაცმელი ჰქონდეს, ზოგისთვის – კომპიუტერი. მაგრამ სინამდვილეში მთავარი ისაა, რომ სახარება დედამიწის ყველა კუთხეს აღწევს. მართალია, მსოფლიო ძლიერ შეიცვალა, მაგრამ კაცობრიობის მთავარი მოთხოვნილება უცვლელი დარჩა: ადამიანს ღვთის სიყვარული სურს.  
  • ღვთის სიყვარული პიროვნულია და იოანეს სახარების ეს მუხლი მთელ კაცობრიობას და თითოეულ ადამიანს გულისხმობს.  შენ ღვთის საგანძური ხარ! შენ ღმერთს უყვარხარ. შენ ისე ძვირფასი ხარ მისთვის, რომ შენთვის მან თავისი საყვარელი ძე მისცა. იესოს სიცოცხლე მხოლოდ შენი ხსნისთვის რომ ყოფილიყო, ის მას უყოყმანოდ გასცემდა. 

ღმერთს შენ უყვარხარ. მეც მიყვარხარ, რადგან შენდამი სიყვარული მან ჩემს გულშიც ჩადო. ვევედრები უფალს, დღენიადაგ არ მოგაკლოს თავისი კურთხევა!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.