
„მეშვიდე ჯერზე თქვა: „აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან“. და თქვა ელიამ: „წადი, უთხარი ახაბს: ‘შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს“ (3 მეფ. 18:44).
როდესაც ისრაელს გვალვა დაატყდა, ღმერთმა ხელისგულისოდენა ღრუბელი მოავლინა. პაწაწინა ღრუბელი იყო, მაგრამ ნახე, რა შეძლო!
შენც ხომ არ განიცდი გვალვას – ემოციურს, სულიერს, ფიზიკურს? იქნებ გვალვა შენს საქმიანობაში ან ურთიერთობებშია?
ღმერთი ღრუბელს მოგივლენს. ის არ იქნება ვეებერთელა, ისეთი, რომ ადამიანების ყურადღება მიიპყროს.
ღმერთს მიენდე. ნუ მიჰყვები ვარაუდს, თუ როგორ მოაგვარებს ის შენს საქმეს. უბრალოდ, უფალს მიენდე.
დიახ, ჩვენს დასახმარებლად ღმერთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ზოგჯერ უჩვეულო ხერხებს და საგნებს იყენებს:
- ღმერთმა მოსეს კვერთხი მისცა, რომლითაც მან მთელი ერი იხსნა (იხ. გამოსვლა 4:2-3)
- მწყემსმა უძლიერეს გოლიათს გლუვი ქვებით სძლია (იხ. 1 მეფ. 17:40-50)
- მცირეოდენი ზეთით ქვრივმა ვალიც გაისტუმრა და შვილების რჩენაც შეძლო (იხ. 4 მეფ. 4:1-7)
- სამყაროს მხსნელი ხომ ყრმის სახით მოგვევლინა (იხ. ლუკა 2:10-13)
დაბრკოლების დაძლევის საშუალება ადამიანური საზომით კი არ განიზომება, არამედ მისი მომცემის ძალით!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს