
დღეს ყველაზე საოცარი დღეა: შობის დილა გათენდა. ყველგან საზეიმო ატმოსფერო სუფევს. სახლებში ნაძვის ხეები მორთეს, ქუჩები და მაღაზიების ვიტრინები ნაირფერი ნათურებით დამშვენდა. საღამოს ოჯახები საზეიმო სუფრას მიუსხდებიან.
2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ზეციდან უდიდესი ნიჭი მიიღო: ქვეყნიერებას იესო მოევლინა, რათა ჩვენი ყოველი დღე სასწაულით, სიხარულითა და მშვიდობით აღევსო.
დღეს მინდა იესოზე გესაუბრო, რათა კიდევ ერთხელ გაგახსენო კაცობრიობის ეს უდიდესი სასწაული.
სამყაროს მხსნელი ამ ქვეყანას ტრიუმფალურად, ანგელოზთა დასის თანხლებით როდი მოევლინა.
არა: იგი ჩუმად მოვიდა. ფუფუნებაში და ციხე-დარბაზში კი არ იშვა, არამედ ბეთლემის განაპირას, თავლაში, რადგან მოსახლეობის აღწერის გამო ქალაქში ბევრმა მოსულმა მოიყარა თავი და იოსებმა და მარიამმა ღამის გასათევად სხვა ადგილი ვერ იპოვეს.
„დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს“ (ლუკ. 2:11-12).
შობის დღიდან იესო მორჩილებას გვასწავლის. მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი ზარ-ზეიმით კი არ მოვიდა, არამედ როგორც ჩვილი, რომელიც თავის მშობლებზე იყო დამოკიდებული.
წარმოიდგინეთ: მაცხოვარს გამოკვება სჭირდებოდა, ტორტმანით დგამდა პირველ ნაბიჯებს, ჩვენსავით სტკიოდა, როცა პირველი კბილები ეზრდებოდა
მინდა დღეს გაიხსენო ის მორჩილება, რომლითაც მაცხოვარი მოგვევლინა. აი, ასე მოვიდა მთელი კაცობრიობის და პირადად შენი მხსნელი.
მოდი, ერთად ვცეთ თაყვანი ჩვენს მაცხოვარს და ვილოცოთ: „შენ გადიდებ, უფალო, რადგან დატოვე შენი სამეფო ტახტი და განკაცდი, გახდი ისეთი, როგორიც მე ვარ. თავი დაიმდაბლე და ჩემთან მოხვედი, რათა ჩემთვის შენი სიყვარული და მამის მადლი გამოგეცხადებინა. შენია ძალა და დიდება. ამინ“.
მოდი, ერთად მოვუსმინოთ ამ მშვენიერ საგალობელს:
ბედნიერ და მხიარულ შობა დღეს გისურვებ!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს