
რას აკეთებს დედა, როცა მისი შვილი ეცემა და ტირილს იწყებს?
მუდამ გულამაჩუყებელია: დედა შვილს ფეხზე წამოაყენებს, მოეხვევა და ალერსიანი ხმით ეტყვის: „კარგი, კარგი, ნუ იტირებ, ყველაფერი კარგად იქნება“.
სწორედ ამ დღეს შენი ზეციერი მამა გეუბნება: „დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება“.
- შვილები არ გიჯერებენ? ყველაფერი კარგად იქნება.
- რაიმე გადასახადის დასაფარად ფული არ გყოფნის? ყველაფერი კარგად იქნება.
- შვილების, შენი საყვარელი ადამიანების მომავალი გაღელვებს? ყველაფერი კარგად იქნება.
- რთული გადაწყვეტილება გაქვს მისაღები? ყველაფერი კარგად იქნება.
ყველაფერი მოგვარდება, რადგან შენთვის ყოვლისშემძლე და მოსიყვარულე მამა ზრუნავს. შენ მის მიერ ხარ შექმნილი, შენ მას ეკუთვნი და ის შენზე ზრუნავს. ის დაგიცავს, წინ გაგიძღვება, გამოსავალს გაჩვენებს. ეს შენამდე მრავალ ადამიანს გამოუცდია.
„დიდი ხნის განმავლობაში გულით წყენას დავატარებდი. მაგრამ ღმერთმა პატიების ძალა მომცა. ცხოვრების ეს გვერდი გადავფურცლე და უფალთან ერთად გზა გავაგრძელე. ვგრძნობ, რომ ქრისტესთან ერთად ყველაფერი შემიძლია“. “
„თქვენმა წერილებმა დამარწმუნა, რომ ღვთისთვის ძვირფასი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ჩემზე სხვები – მისთვის მუდამ ძვირფასი ვიქნები და მუდამ ვეყვარები. ჩემს ცხოვრებაში ღმერთი მოქმედებს და ვიცი, რომ ნათელი მომავალი მელის“.
„ღმერთი ბავშვობაში ვიწამე, მაგრამ ჩემი ცოდნა მისი განგებულების და ამ განგებულებაში ჩემი ადგილის შესახებ ძალიან მწირი იყო. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა ღვთის სიტყვის თანახმად, არ ვიცოდი, მისი გზით როგორ მევლო. ეს ყველაფერი თქვენი წერილებიდან შევიტყვე. ახლა ვიცი, რომ ჩემდამი მისი სიყვარული განუზომელია, რომ მან ჩემთვის გარკვეული მიზანი დასახა. ცხოვრებას განახლებული მზერით ვუყურებ და დიად ოცნებებს აღარ ვერიდები“.
მოუსმინე ბრაიან და ჯენ ჯონსონების სიმღერას, რომელსაც არხი Bethel Music წარმოგვიდგენს. გაუხსენი გული ზეციერ მამას.
ჩემო მეგობარო! ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მთელს სამყაროს და შენს ცხოვრებას შენი ღმერთი მართავს. ვლოცულობ იმისთვის, რომ უფალმა დღეს თავისი მშვიდობა მოგცეს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს