9.3

მთავარი | დაინახე სასწაული | ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც ღმერთი დაგპირდა!

ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც ღმერთი დაგპირდა!

წარმოიდგინე, რომ მსოფლიოს გარშემო კრუიზი მოიგე. აი, შავით თეთრზე წერია,  რომ დიდი საზღვაო ლაინერით ამა და ამ ქვეყნებს მოივლი. გიხარია, ემზადები… სანატრელი დღე დადგა. ნავსადგურში ლამაზად ჩაცმული მიხვედი. სასიამოვნო მღელვარება გიპყრობს. წინ ხომ საოცარი თავგადასავალი გელის. მაგრამ…. გემბანზე არ გიშვებენ იმ მიზეზით, რომ რაღაც დამატებით  პირობებს არ აკმაყოფილებ. უკაცრავად, რა პირობებს? აი, იმათ, ხელშეკრულების ბოლოს ძალიან წვრილი შრიფტით რომ წერია. დიდი საზღვაო ლაინერი ნაპირს შორდება და შორეული ქვეყნებისკენ უშენოდ მიცურავს, შენ კი ნაპირზე დგახარ და ხვდები, რომ საოცნებო მოგზაურობა აუხდენელ ოცნებად დარჩა.   

შენთვის კარგი ამბავი მაქვს: იესოსგან არასასიამოვნო სიურპრიზი არასდროს გელის. მის სიტყვაში უწვრილესი შრიფტით დაწერილი არაფერია – ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც დაგპირდა.  

„ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა“ (1 იოან. 2:24-25).

ღვთის აღთქმა ცხადი, სარწმუნო და ჭეშმარიტია. შენი სამკვიდრო მარადიული სიცოცხლეა – უფალთან ერთად. 

ღვთის აღთქმა ქრისტეში, განკაცებულ სიტყვაში აღსრულდა. ეს ის სიტყვაა, რომელსაც დრო და ვითარება ვერ შეცვლის. ის გარდუვალი, სრულყოფილი და მარადიულია.  

შენ მაღალი ღმერთის შვილი ხარ. მან თავისი სიტყვა გულსა და გონებაში ჩაგიდო, მარადიულ სიცოცხლეს დაგპირდა. ის თავის სიტყვას არასდროს გადათქვამს. ასე გვაუწყა ქრისტემ. 

ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, გმადლობ იმისთვის, რომ შენი სიტყვა სრულყოფილი და უცვლელია.  რასაც ამბობ, იმას ასრულებ. ვიცი, რომ დავიმკვიდრებ მარადიულ სიცოცხლეს შენს სასუფეველში. შენი სახელით, ამინ“.  

დამოწმება: „გმადლობთ გამხნევებისთვის. ხშირად ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს თქვენი სიტყვები საგანგებოდ ჩემთვისაა დაწერილი. „დაინახე სასწაულის გზავნილებს“ მეგობრებს, კოლეგებს და უბრალოდ ნაცნობებს ვუზიარებ. მინდა, რომ მათაც მიიღონ ნუგეშის და იმედის სიტყვები. დიდება ჩვენს უფალს“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.