
უდიდესი მოვლენები, უდიდეს წარმატებები გულის სიღრმეში დამალული ოცნების გაღვივებით იწყება. გაღვივებული ოცნება გულის მდუმარებაში იზრდება, ისე, როგორც ნაყოფი საშოში.
დღეს ამ ვიდეოს ნახვას გირჩევ.
ეს მხატვრის მიერ ქვიშაზე დახატული აღდგომის ისტორიაა. ნეტა უფიქრია ამ ხელოვანს, რომ თავისი შემოქმედებით მილიონობით ადამიანის გულს შეეხებოდა? აი, კიდევ ერთი ჩინებული მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ღმერთი ადამიანის ნიჭს სხვათა სიკეთისთვის.
ღმერთს სურს მოგანდოს დიდი საქმეები და გამოიყენოს შენი ცხოვრება, როგორც სხვათა კეთილდღეობის მიღწევის იარაღი.
ისევე, როგორც მუცლად მყოფ ნაყოფს სჭირდება დრო და განვითარება, სანამ ამ ქვეყანას მოევლინება, შენც უნდა ჩამოყალიბდე ღვთის ხელმძღვანელობით, სანამ ჭეშმარიტ ნათელს დაინახავ. ამ პროცესს დრო და სიზუსტე სჭრდება.
ღმერთი შეუძლებელს შეგაძლებინებს. გამარჯვებას გამარჯვება მოჰყვება. გამაგრდი და გამხნევდი, რადგან შენ ღვთიური ოცნების აღსრულების გზას მიუყვები.
ილოცე ჩემთან ერთად: „ღმერთო, ვიცი, რომ დიდი საქმე უნდა მომანდო. გმადლობ ჩემი მომზადებისთვის, გმადლობ წინამძღოლობისთვის. ვიცი, რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს