
ბიბლია გვასწავლის, რომ უნდა შევიყვაროთ მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი. ასე ღვთის მიბაძვით უნდა მოვიქცეთ, რადგან მან დასაბამიდან შეგვიყვარა.
მაშ, მოყვასი უნდა შევიყვაროთ. მაგრამ როგორ?
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს მე-13 თავი სწორედ სიყვარულს ეძღვნება და რამდენიმე შეგონებას გვთავაზობს. დღეს ერთ-ერთ მათგანზე შევჩერდები: ყოველ ადამიანში მხოლოდ იმას უმზირე, რაც მასში კარგი და კეთილია.
გიყვარდეს მოყვასი და ნუ დაინახავ მასში ბოროტებას; გიყვარდეს მოყვასი, თუნდაც მან შენი მოლოდინი არ გაამართლა. აი, ასე უნდა გიყვარდეს და დაინახავ, როგორ იცვლება ყველაფერი შენ გარშემო.
სიყვარული „ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს“ (1 კორ. 13:7).
ვიღაცამ გული გატკინა და მოლოდინი გაგიწბილა? ჩვენი შეცოდებების და შეცდომების მიუხედავად, იესო ჩვენში სიკეთეს ხედავს. მას მიბაძე!
შენც შეგიძლია დაინახო სიკეთე ყოველ ადამიანში, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდა, და შეიყვარო.
კურთხეული იყავი და აკურთხე!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს