
„ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავ 3:6).
დაუფიქრდი ძველი აღთქმის ამ უმშვენიერეს მუხლს. ეცადე, ეს დარიგება შენს ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოიყენო.
თუკი ღმერთს ყველა ჩვენს გზაზე შევიცნობთ, ის ჩვენს ცხოვრებას წარმართავს. ამიტომ…
- რთულია შენი გზა? შეიმეცნე ღმერთი.
- სასამართლო მოსმენა გელის? შეიმეცნე ღმერთი.
- გამოუვალი მდგომარეობა გაქვს? შეიმეცნე ღმერთი.
- ავადმყოფობ? შეიმეცნე ღმერთი.
- სამსახური დაკარგე? შეიმეცნე ღმერთი.
- ბრძოლა გიწევს? შეიმეცნე ღმერთი.
უფალი გაასწორებს შენს ბილიკებს. უფალი სასწაულს მოახდენს. უფალი ამას გპირდება.
ილოცე ჩემთან ერთად: „ღმერთო! ყოველ ბრძოლაში, რომელიც წინ მელოდება, შენ შეგიმეცნებ. შენ შემეწევი, შენ გაასწორებ ჩემს ბილიკებს. გმადლობ შენი აღთქმისთვის. შენი სახელით, ამინ“
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს