2.44

მთავარი | დაინახე სასწაული | შენი გზა სუფთაა!

შენი გზა სუფთაა!

შენი წინსვლის დრო დადგა. დროა, გაიხსენო მივიწყებული ოცნება და იმ ცხოვრებით იცხოვრო, რომელიც ღმერთმა გაგიმზადა.

მოდი, ვნახოთ, რას გვიცხადებს იგი ესაიას წიგნში (45:2): “‘მე შენს წინ წავალ და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ“.

შენ ღმერთი მიგიძღვის. ის სპობს დაბრკოლებებს და უსწორმასწორო ადგილებს გისწორებს! მან შენთვის გზა გაწმინდა!

ღმერთს შენი წარმატება სურს.

მისი შეწევნით დამპყრობელზე ძლიერი ხარ. იგი თავის სიბრძნეს და გონებას გაძლევს.

უფალთან ერთად შეაბიჯე გამარჯვებულ ცხოვრებაში!

ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, ვირწმუნე შენი სიტყვა და მწამს, რომ ჩემს წინ მიდიხარ და ოღრო-ჩოღროებს ასწორებ. შენ მომეცი გონება… მე ქრისტეს გონება მაქვს… და იმ გზით მივდივარ, რომელიც შენ გაწმინდე ჩემთვის! შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.