4.11

მთავარი | დაინახე სასწაული | შენი გული მისი სამყოფელია

შენი გული მისი სამყოფელია

“გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა კარავივით, წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. რომელმაც შექმნა ქარები თავის მაცნეებად, ცეცხლი და ალი – თავის მსახურებად. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე“  (ფსალმ. 103:2-5).

იგი იყო, იგი არის და მარადიულად იქნება! ღმერთი ნათლით იმოსება და მისი დიდების ნათელი სამყაროს ავსებს. ზღვები და ოკეანეები მის დიდებას ცხადყოფენ. მთები მის დიდებასა და ძლევამოსილებას მოწმობენ. ულევია მისი ძალა და სილამაზე… და შენდამი სიყვარული.

ჩემო მეგობარო, შენ ღმერთი გიცავს. ნურაფერი შეგაშინებს, – ნურც ხალხი, ნურც გარემოებები. ღმერთი შენთანაა. შიშს ნუ მიეცემი. შენი გული შიშის სამკვიდრო როდია… შენს გულში ეჭვის და ყოყმანის ადგილი არ არის. შენი გული სულიწმინდის სამყოფელია! ღვთის სულმა შენს გულში დამკვიდრება გადაწყვიტა.

შენ ძლიერი ხარ, ურყევი ხარ… შენ ზეციური, ღვთიური მშვიდობით ხარ სავსე!

ღმერთმა შენი გული თავის სახლად აქცია.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.