
მთავარი | დაინახე სასწაული | შენი დამოკიდებულება შენს სიმაღლეს განაპირობებს!
შენი დამოკიდებულება შენს სიმაღლეს განაპირობებს!
დღეს 26-ე ფსალმუნის მე-6 მუხლს განვიხილავთ – მუხლს რწმენისა და მოქმედების შესახებ.
“ახლა კი გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა ავწევ თავს და ქების მსხვერპლს შევწირავ მის კარავში, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს“ (ფსალმ. 26:6).
როგორც ამბობს ზიგ ზიგლარი, „შენს სიმაღლეს შენი უნარი კი არა, შენი დამოკიდებულება განაპირობებს“. ამ მუხლში სწორედ დავითის განწყობას, მის დამოკიდებულებას ვხედავთ.
- მას სწამს და რწმენის თვალით ხედავს, როგორ მაღლდება იგი მტრებზე. ის მეტად ვეღარ ხედავს თავის მტრებს. ის ხედავს, როგორ აამაღლა, აკურთხა, აღადგინა და დააჯილდოვა ღმერთმა!
- ის თავის მომავალს უმზერს. ავწევ თავს… ქების მსხვერპლს შევწირავ… ვუმღერებ და ვუგალობებ… ის დარწმუნებულია თავის მომავალში. მან იცის, რომ ღმერთი აამაღლებს.
- ის უკვე სწირავს მადლობას ღმერთს იმისთვის, რაც მიეცემა. მისი გული სავსეა უფლის ქებით, რომელიც მისი პირიდან მოედინება!
შენ ვერ აირჩევ შენს მომავალ ვითარებას ან მდგომარეობას, მაგრამ შენი ნებაა, რა დამოკიდებულება გექნება მის მიმართ. აირჩიე დამოკიდებულება, რომელიც ქარიშხალზე, ღრუბლებზე და ტურბულენტობაზე მაღლა აგიყვანს. გახსოვდეს, რომ ღრუბლებს ზემოთ ლურჯი ცაა.
აირჩიე დღეს სწორი დამოკიდებულება, რომელიც შენს სიმაღლეს განსაზღვრავს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს