10.24

მთავარი | დაინახე სასწაული | შენი დამოკიდებულებით დედამიწაზე ზეციური სიკეთის დამკვიდრება შეგიძლია!

შენი დამოკიდებულებით დედამიწაზე ზეციური სიკეთის დამკვიდრება შეგიძლია!

ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ „სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავ. 18:21). მართლაც, ჩვენივე დამოკიდებულება შეიძლება მომაკვდინებელი ან მაცოცხლებელი გახდეს გარშემომყოფთათვის და თავად ჩვენთვისაც.  

მზერით, სიტყვით, თუნდაც დუმილით ადამიანს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. მაგრამ შენ ხომ ღმერთს, სამყაროს უფალს ეკუთვნი. ამიტომ შენი მზერა და სიტყვა ბოროტების კი არა, სიკეთის მომტანი უნდა იყოს. 

შენ ხომ იცი, რომ არა ხრწნადი ვერცხლით და ოქროთი ხარ გამოსყიდული, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით   (იხ. 1 პეტრ. 1:18-19)

შენ აღიარე ქრისტე როგორც შენი უფალი და მას დაემოწაფე. ამიტომ იცოდე: მზერით დაცემულის წამოყენება შეგიძლია. შენი ერთი სიტყვით მოყვასის სახეს ღიმილი დაუბრუნდება. დუმილით კი დავა-კამათის ან ჭორის დაპურებაზე უარს ამბობ და ამგვარად აღმოფხვრი მას.

ღმერთმა უმშვენიერესი პასუხისმგებლობა დაგაკისრა. შენ იმისთვის ცხოვრობ, რომ გიყვარდეს, როგორც მას უყვარდა, მიუტევო, როგორც ის მიუტევებდა, იმოქმედო, როგორც ის მოქმედებდა – არა შენი ძალითა და ძლიერებით, არამედ მისი სულით (იხ. ზაქ. 4:6)
დღეს დაიწყე. დაამკვიდრე დედამიწაზე ზეციური სიკეთე. ჩააცხრე ბრძოლა სიყვარულით და დავა-კამათი – მიტევებით. დღეიდან, რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს, სადაც წახვალ, ზეციური სიკეთის დესპანი იყავი.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.