
„აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდებიან?“ (ამოს. 3:3).
კამერტონი ლითონის ხელსაწყოა, რომელიც გარკვეული სიმაღლის მუსიკალურ ბგერას გამოსცემს. ეს სუფთა ბგერაა, ბგერის ეტალონია მუსიკალური ინსტრუმენტების გამართვისთვის და გუნდის შეთანხმებული სიმღერისთვის.
ჩემო მეგობარო, შენი კამერტონი იესოს გულია. ღმერთთან ურთიერთობისას შენი გულისცემა და ფიქრები მის გულისცემისა და ფიქრების თანხმოვანი, ჰარმონიული ხდება. შენი სიცოცხლე ისეთივე ნაირფეროვანი და სავსე ხდება, როგორც უფლის სიცოცხლე.
შენ ღვთის ექო ხდები. შენი ხმა უფლისთვის ჟღერს და მის ხმას ემსგავსება, შენი გულის ძგერა უფლისას ემსგავსება.
დილით იღვიძებ და იცი, რომ უფალი დაგაძლევინებს უძლურებას და წამოდგომაში დაგეხმარება. იცი, რა საქმის კეთება გმართებს. ისიც იცი, რომ უფალი გიმაგრებს ხელს.
უფლის გზით იარე. მისი სუნთქვით ისუნთქე. დაეხმარე მათ, ვინც ადამიანებს, რომლებიც ამ გზაზე შეგხვდებიან. მოუსმინე მათ, გაიზიარე მათი გასაჭირი და უთხარი, რომ ღმერთი ცოცხალია, რომ ყველანი ვუყვარვართ. ამ ადამიანებს ღმერთი შენი თვალებით უყურებს, შენი ყურებით უსმენს და შენი ბაგეებით აკურთხებს.
ჩემო მეგობარო, იესო შენი კამერტონია. მისი ხმით ისაუბრე.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს