9.28

მთავარი | დაინახე სასწაული | შენი კურთხევა… ატვირთვის პროცესშია!

შენი კურთხევა… ატვირთვის პროცესშია!

ახალი ტექნოლოგიები მუშაობას, სწავლას, ინფორმაციის მიღებას – მოკლედ, ცხოვრებას გვიადვილებს. მაგრამ ზოგჯერ გაჯეტები შეფერხებით მუშაობს. მაგალითად, ფაილის ატვირთვა ზოგჯერ ფერხდება და ლოდინი გვიწევს.  

ჩემო მეგობარო, იქნებ, შენს ცხოვრებაში ამგვარი შეფერხების მსგავსი რამ ხდება?

ღმერთმა უკვე გაკურთხა, მაგრამ შენ ჯერ ამ კურთხევის შედეგები უბრალოდ არ გიგრძვნია. უფალს მშვიდობა, რწმენაში განმტკიცება ან წარმატება სთხოვე, მაგრამ თხოვნა ჯერ არ შესრულებულა? 

მოთმინება იქონიე და უფალი ყველაფერს შეგისრულებს. ის, რაც ითხოვე, „ატვირთვის“ პროცესშია. ვედრებასა და შესრულებას შორის შეიძლება ცოტა დრო გავიდეს, შეიძლება ბევრი, მაგრამ ერთი რამ უნდა გწამდეს: უფალმა შენი ვედრება შეისმინა და მალე მიხვდები: მან ყველაფერი დაინახა, შეისმინა და გიპასუხა.  

ნუ შფოთავ და ნუ დაეჭვდები. დარჩი რწმენასა და ჭეშმარიტებაში და გული დაიმშვიდე, რადგან წმინდა წერილი გვეუბნება: „მოქცევასა და სიმშვიდეში გადარჩებოდით, სიმყუდროვესა და მინდობაში იქნებოდა თქვენი ძალა“ (ეს. 30:15). 

რწმენითა და გულდამშვიდებით იყავი, სანამ შენი სავედრებელი  „აიტვირთება“, რადგან უფალი უკვე მოქმედებს.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.