
„თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:7).
გულგატეხილი, დაღლილი და დაქანცული ხარ? იქნებ გეჩვენება, რომ ამ დღეს ბოლო არ უჩანს, რომ შენი ტანჯვა არასდროს დასრულდება? გული გაიმაგრე: ამ ბრძოლიდან გამარჯვებული და კურთხეული გამოხვალ.
ძნელბედობის ჟამს ღმერთს ესაუბრე. შეიცანი იგი… უფრო ღრმად… სხვაგვარად…
ერთია, როცა გონებით იცი, რომ ღმერთი შენი მფარველია. სულ სხვაა, როცა ამას გულით შეიმეცნებ.
ნუ ყოყმანობ: ღმერთს მიანდე შენი საზრუნავი.
ჩემო მეგობარო, ცრემლი შეიშრე და თავი ასწიე, რადგან ძნელბედობის ეს ჟამი ღვთის სიახლოვეს გაგრძნობინებს. გწამდეს: შენი ზეციერი მამა შენთვის – დიახ, სწორედ შენთვის იზრუნებს.
ერთად ვილოცოთ: „ღმერთო, ყველა ჩემს საზრუნავს შენ მოგანდობ. შენ ყოვლისშემძლე ხარ და მე შენ გენდობი. გმადლობ, რომ ეს ვითარება ჩემთან დაახლოებისთვის გამოიყენე. შენი სახელით, ამინ“.
დამოწმება: „რამდენიმე თვის წინ Facebook-ის მეშვეობით „დაინახე სასწაულის“ გზავნილების შესახებ შევიტყვე. იმ დროს ძალიან გულგატეხილი ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და იძულებული გავხდი, საყვარელი სამსახურისთვის თავი დამენებებინა. გარშემომყოფები კი სწორედ ისე იქცეოდნენ, როგორც ბიბლიური იობის მეგობრები. ჩემი ტანჯვის პასუხს ღმერთთან ვეძებდი და ვერ გამეგო მისი ნების მიზანი. სწორედ ამ დროს ვიპოვე ნუგეშის ეს წყარო, რომელმაც იმედით ამავსო. ამ გზავნილებმა გამახსენა, რომ ღმერთს ვუყვარვარ, რომ მას არასდროს დავავიწყდები. არ ვიცი, რა განამზადა ჩემთვის ღმერთმა, მაგრამ ამას მოუთმენლად ველოდები. ვიცი: მას სურს, რომ ჩემი ცხოვრებით ქრისტეს სახელით სხვათა ცხოვრება შეიცვალოს. გმადლობთ ყოველდღიური გამხნევებისთვის“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს