
„არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი” (ფსალმ. 138:15-16).
რა საზომით განიზომება ადამიანის სიცოცხლე? როგორ განვსაზღვროთ, ვისი სიცოცხლეა უფრო მნიშვნელოვანი? ადამიანებმა თავად დაადგინეს კრიტერიუმები: განათლება, საზოგადოებრივი სტატუსი, წარმატება და ა. შ.
შენი სიცოცხლის შემოქმედი ღმერთია. მან შენი შექმნა და შენი სიყვარული ისურვა. ჰოდა, შენ ამ ქვეყანას შემთხვევით არ მოევლინე. შენი სიცოცხლე ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ღმერთმა ისურვა.
თუკი სამყაროს შემოქმედმა შენი ყოფნა ისურვა, ვინ იტყვის, რომ შენი სიცოცხლე უმნიშვნელოა? თუკი ვინმე იტყვის, რომ ეს სამყარო უშენოდ უკეთესი იქნებოდა, ყურს ნუ დაუგდებ ამ სიტყვებს. ეს სიცრუეა.
შენ კურთხევა ხარ შენი ოჯახისთვის, შენი მშობლებისთვის, შენი თანამშრომლებისთვის. შენ ის არხი ხარ, რომლის მეშვეობით უფალი მათ ცხოვრებაში და მათ გულებში შედის.
ჩემო მეგობარო, შენი ყოფნა ღმერთმა ისურვა და შენი სიცოცხლე ძალზე მნიშვნელოვანია.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს