
მთავარი | დაინახე სასწაული | შენი ცხოვრება დანერგილ ხეს დაემსგავსება…
შენი ცხოვრება დანერგილ ხეს დაემსგავსება…
“„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
წარმოიდგინე ხე ღრმად გადგმული ფესვით, დიდებული ღეროთი, ძლიერი ტოტებით, ხასხასა ფოთლებით, გაშლილი ყვავილებით და უგემრიელესი ნაყოფით. ჩემო მეგობარო, ეს შენ ხარ! ღმერთს სურს, რომ შენი ცხოვრება ასეთი იყოს.
ცოტა ხნის წინ მკითხველისგან მშვენიერი წერილი მივიღე, რომელმაც შთამაგონა, შენთვის ეს ლოცვა დამეწერა:
- ვევედრები უფალს, მოგცეს კარგი ჯანმრთელობის ძლიერი ფესვი.
- ვევერები უფალს, მოგცეს გათავისუფლების ღერო-გვირაბი, რომელის ბოლოს დიდი სიხარული და ტანჯვის დასრულია.
- ვევედრები ღმერთს, მოგცეს კეთილდღეობის ტოტები, რომლებიც ბედნიერების მომასწავებელია.
- ვევედრები ღმერთს, მოგცეს მრავალი ხასხასა ფოთლები, უხვი და წვნიანი ნაყოფი.
- ვევედრები ღმერთს, აღმართოს ყვავილოვანი კედელი, რომელიც სიმღერისა და კეთილდღეობის სურნელს აფრქვევს და სუსხიანი ქარისგან გიცავს.
- ვევედრები ღმერთს, რომ შენი ხე ნაყოფიერი იყოს, რომ კენწეროში სიუხვის ბუდე იყოს, რომელსაც ვერანაირი მტაცებელი ვერ მიწვდება, – ხე, რომელიც შენი ურყევი რწმენის, სიმტკიცის და მარადიული ბედნიერების სიმბოლოა.
დიახ, შენი ცხოვრება მდინარის პირას დარგულ ხეს დაემსგავსება, რომელიც დადგენილ დროს ნაყოფს გამოიღებს და რომელსაც ფოთოლიც კი არ მოსწყდება!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს