13

მთავარი | დაინახე სასწაული | შენი ცხოვრება სასწაულია!

შენი ცხოვრება სასწაულია!

მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება სასწაულია. შესაძლოა, ისე მომხდარიყო, რომ უბრალოდ… არ ვყოფილიყავი! ასე შემთხვევაში არ იარსებებდა „დაინახე სასწაული” და დღეს შენთვის ვერაფერს დავწერდი!

რა თქმა უნდა, ღმერთს სხვა ადამიანის არჩევაც შეეძლო, მაგრამ ამ საქმისთვის მე ამირჩია. მე განსაკუთრებული ვარ. დიახ, ჩემი სიცოცხლე სასწაულია, და ეს სასწაული იმიტომ არსებობს, რომ სხვებმაც შეძლონ ღვთის შეცნობა და თავიანთი წილის მიღება აქ, დედამიწაზე და მარადისობაში. დიდება უფალს!

შენი სიცოცხლე ნამდვილი სასწაულია! შენი არსებობა ღმერთმა ისურვა ის გიცნობდა შენ… მისი თვალი გიმზედრა მანამ, სანამ შენი სიცოცხლე დაიწყებოდა. შენ მას უყვარდი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიხსნას, შეგინდოს, აღგადგინოს და შენი ცხოვრება თავისი დიდების მშვენიერ მოწმობად აქციოს. კვლავ გეტყვი დიდი სიყვარულით: შენ სასწაული ხარ, რომელიც ახლა იწყებს გაფურჩქვნას და ყვავილობას, მაგრამ უკვე ნამდვილი სასწაული ხარ!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.