
მთავარი | დაინახე სასწაული | შენი ცხოვრება სრულყოფილი არ არის, ღმერთი კი სრულყოფილია!
შენი ცხოვრება სრულყოფილი არ არის, ღმერთი კი სრულყოფილია!
ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს. თითქოს ყველა და ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდა და მხოლოდ იმას ლამობს, რომ სიხარული და მშვიდობა წაგვართვას. რას მოიმოქმედებ, თუკი მიზნისკენ მიმავალ გზაზე კედელს მიადგები? თოკს აიღებ, გადაისვრი, აცოცდები და დაბრკოლებას დაძლევ. ჩემო მეგობარო, მთის ძირი მშვენიერი ადგილია: აქედან აღმასვლა შეგიძლია.
„ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს“ (ფსალმ. 107:14)
- ღმერთით შევქმნით ლაშქარს!
- ის მოგვცემს ძალას, მშვიდობას და გამბედაობას ჩვენი ცხოვრების ურთულეს დროსაც კი.
- ის ყოვლისშემძლეა და გამოუვალი მდგომარეობიდანაც გამოგვიყვანს.
- ის დათრგუნავს და დაამარცხებს შენს მტრებს.
შესაძლოა, შენი ცხოვრება სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ სრულყოფილია უფალი, რომელიც მუდამ გიმზერს და შენთვის ზრუნავს. მას მიენდე, მისი მადლი მიიღე და ვითარებას მისი თვალით შეხედე. შეიგრძენი მისი ძალა და სასწაულს იხილავ.
დამოწმება: „რამდენიმე წელია აგორაფობია მაქვს. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანს სახლიდან გასვლა უჭირს ან სულაც ვერ ახერხებს. დაძლევას ვცდილობ, მაგრამ ამას დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასე რომ, ეკლესიაში სიარულს ვერ ვახერხებ. „დაინახე სასწაულის“ წერილები დიდი ნუგეშია ჩემთვის, მართლაც ძალას მაძლევს, იმედით მავსებს და ჩემი მდგომარეობის დაძლევაში მეხმარება. თქვენმა წერილებმა დამარწმუნა, რომ ეს სასჯელი არ არის, რომ ღმერთმა რაღაც მიზნით დამისახა ეს ამოცანა და თავადვე დამეხმარება მის დაძლევაში. დიდ მადლობას ვუხდი თქვენს გუნდს თანადგომისთვის და ნუგეშისთვის“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს