25

მთავარი | დაინახე სასწაული | შენი ცხოვრება ღვთის წყაროდან მოირწყვება!

შენი ცხოვრება ღვთის წყაროდან მოირწყვება!

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).

ისრაელში არის ერთი განსაკუთრებული ადგილი. უდაბნოში რამდენიმე მილის გავლის შემდეგ უცებ შენს თვალწინ გადაიშლება – წყაროები, ჩანჩქერები და წყალუხვი ტბები, რომელიც მის გარშემო ამწვანებულ ხეებს კვებავს.

როგორც კი მიადგებით ამ ადგილს, მაშინვე სიგრილეს და განახლებას იგრძნობთ.

როდესაც წყალთან დანერგილ ხეზე ვფიქრობ, ეს მშვენიერი ოაზისი მახსენდება. იქნებ აქ 3000 წლის წინ თავად დავითი ყოფილა და პირველი ფსალმუნის დაწერის შთაგონება სწორედ ამ ადგილას მიიღო!

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი ცხოვრება უდაბნოს ემსგავსება. ამ დროს მნიშვნელოვანია ყველაფრის მიუხედავად წინსვლა გავაგრძელოთ. რადგან შემდეგ განახლების დრო მოდის..

ბიბლია გვამცნობს, რომ განახლების დრო უფლის მყოფობიდან მოდის (საქმე 3:19-20).

ჩემო მეგობარო, ღმერთმა წყარო გაგიმზადა: მარადიული, ულევი, წყალუხვი, განმაახლებელი და საამო! ასე რომ გამაგრდი!

შენ განახლება გელის, – ხორციელი, სულიერი, გონებრივი, ემოციური. ახალ ცხოვრებაში რომ შეხვალ, უდაბნოს მცხუნვარება გაქრება და მას განახლების სიხარული ჩაანაცვლებს. დაე, განახლდეს შენი სული ღვთის ტახტიდან მომდინარე წყლით (გამოცხ. 22:1).

ეს შენი ხვედრია!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.