4.6

მთავარი | დაინახე სასწაული | შენს ცხოვრებას მიზანი აქვს!

შენს ცხოვრებას მიზანი აქვს!

შენ შექმნილი ხარ იმისთვის, რომ გარკვებული მიზანი აღასრულო. შენ ზუსტად განსაზღვრულ დროს გაჩნდი, იმისთვის… რადგან შენ ქმნი ისტორიას!

მე მჯერა: შენი მეშვეობით ღმერთი მოქმედებს ამ სამყაროში, რათა მტვრიდან და ფერფლიდან ააღორძინოს! მას „გამხმარ ძვლებში“ სიცოცხლის შთაბერვა სურს და ამისთვის შენ გიყენებს!

შენ ზეციერი მამის მკლავები ხარ, რომელიც ტანჯულს ეხვევა. შენ უფლის სიტყვა ხარ, რომელიც ამხნევებს მეგობარს, რომელიც ჯერ არ იცნობს იესოს. შენ ღმერთმა საიდუმლოდ დაღვრილი ცრემლის მოსაწმენდად მოგავლინა; შენ ატირებულთან ერთად უნდა იტირო და წინსვლისკენ მოუწოდო.

არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, წახალისება რომ არ სჭირდებოდეს. ასე თუ ისე, ყველას გვიწევს განსაცდელის, ავადმყოფობის, ტანჯვის, ღალატის, უარყოფის დაძლევა…

სადაც არ უნდა წახვიდე, ღმერთი შენთანაა. სადაც არ უნდა იყო, მისი მყოფობა და მისი მაკურნებელი ძალა შენთანა. შენს უნარებს მნიშვნელობა არ აქვს… მნიშვნელოვანი ისაა, რომ შენში მისი სულია.

შენ განუმეორებელი ხარ, განუმეორებელია ღვთის არსებობის შენი მოწმობაც. ასე რომ ნუ შეფერხდები… გიყვარდეს, გიყვარდეს, გიყვარდეს!

ილოცე ჩემთან ერთად: „მამაო, გმადლობ იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებას მიზნი აქვს! ვლოცულობ იმისთვის, რომ დავეხმარო სხვა ადამიანებს ცხოვრების აზრის პოვნაში. გამომიყენე იმისთვის, რომ ქვეყნიერება შენი სიყვარულით შეცვალო. იესოს სახელით, ამინ!“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.