8.1

მთავარი | დაინახე სასწაული | შენში უდიდესი ძალაა!

შენში უდიდესი ძალაა!

თითქმის ყველას უოცნებია, რომ დიდ ძალას ან რაიმე ზებუნებრივ უნარს ფლობდეს: „ოჰ, ნეტავ, გაუჩინარების უნარი მქონდეს“, ან „ნეტავ, ფრენა შემეძლოს, მაღლა, სულ მაღლა…“

საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. დამეთანხმეთ, ასე სჯობს.  

თუმცა ჩვენში უდიდესი ძალაა: ჩვენში იესო ცოცხლობს! 

ბიბლია გვეუბნება: „რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც სოფელშია“ (1 იოან. 4:4)

შენში იესო ცოცხლობს! ამიტომ შენში ისეთი ძალაა, რომელიც ყველა ამქვეყნიურ ძალას აღემატება. 

როდესაც გრძნობ, რომ ძალა გამოგელია, რომ მოქმედება აღარ შეგიძლია, გაიხსენე: შენში იესო ცოცხლობს.

და ის, ვინც შენშია, ვინც ყოველივე ამქვეყნიურს აღემატება, გაგაოცებს.

ჰო, იესო ყოველივეზე მეტია. ის უსაზღვროდ ძლიერი და ძლევამოსილია. 

დაე, იესოს ძალა მუდამ შენთან იყოს!

დამოწმება: „ბოლო დროს ჩემი ყოველი ახალი დღე „დაინახე სასწაულის“ გზავნილების კითხვით იწყება. და ეს ძალას და თავდაჯერებულობას მმატებს, უსაფრთხოების გრძნობასაც კი მიჩენს. რამდენიმე მძიმე წელი გამოვიარე. ასე რომ თქვენი გამხნევება, ღვთის სიტყვის კითხვა მართლაც ძალას მაძლევს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პრობლემას ვაწყდები და ვფიქრობ: „განა მართებულად მოქმედებს ღმერთი ჩემს ცხოვრებაში?“. დილით კი თქვენს წერილს ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: ღმერთმა ჩემთვის ცხოვრებისეული გეგმა დასახა. უფალი იქ მიმიყვანს, სადაც საჭიროა. გმადლობთ სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის, რომელთაც თქვენგან ყოველდღე ვიღებთ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.