
„... არაფერი არ მომაკლდება” (ფსალმ. 22:1)
დავითი დიდ განსაცდელში ჩავარდა: სიმამრს, მეფე საულს, მისი მოკვლა სურდა და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა განახორციელა კიდეც. ასე იმიტომ მოხდა, რომ საული შურით აღივსო ამ ბრწყინვალე ყმაწვილის მიმართ და სამეფო ტახტის დაკარგვის ეშინოდა. დავითი გაექცა საულის რისხვას და თავი უდაბნოს შეაფარა, სადაც არც საჭმელი ჰქონდა, არც წყალი.
მაგრამ დავითი დარწმუნებული იყო, რომ უფალი მისი მწყემსია, ამიტომ მას არაფერი მოაკლდება.
წმინდა წერილში ვკითხულობთ: „ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში“ (ფილიპ. 4:19).
ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას
- თავისი სიუხვისამებრ (ბერძნ. „ploutos” – სიმდიდრე, სიუხვე);
- დიდებით: პავლე მოციქული იყენებს ბერძნულ სიტყვას „doxa“, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც დიდებულება, ბრწყინვალება, უზენაესი მყოფობა.
- ქრისტე იესოში: ბიბლია გვასწავლის, რომ „თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია“ (კოლ. 2:10).
მწამს და გახარებ: დაუსაბამო, მარადიული და ყოვლისშემძლე ღმერთი შენი მწყემსია. ამიტომ შენ არაფერი მოგაკლდება!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს