
ოდესმე გიგრძვნია, რომ თითქოს ხალხმრავლობაში იკარგები?
თითქოს გამჭვირვალე, უხილავი ხარ და შენს თავს ეკითხები: განა ვარ ვინმესთვის მნიშვნელოვანი?
შენ მნიშვნელოვანი ხარ ღმერთისთვის!
- ის სახელით მოგიხმობს (ესაია 45:4).
- მან იცის, როდის ჯდები და როდის დგები ( ფსალმ. 138:2).
- შენი ხვალინდელი დღე მის ხელთაა. მან შენი ყოველი დღე იცის და არც ერთი არ არის მისგან დაფარული.
- შენ არ ხარ მისთვის საიდუმლო, არც შენი გარემოებებია მისგან დაფარული.
- ის ბრბოს შუაგულშიც გხედავს. მას უმაგალითო სიყვარულით უყვარხარ. მან იცის, რა ხდება შენს ცხოვრებაში.
- მის გულში შენდამი მარადიული სიყვარული ანთია, რომლითაც მან სიკვდილს სძლია.
შენ არ ხარ „არავინ“. შენ მისი ხარ.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს