
მთავარი | დაინახე სასწაული | შენ აღჭურვილი ხარ იმისთვის, რომ განსაცდელს გაუმკლავდე!
შენ აღჭურვილი ხარ იმისთვის, რომ განსაცდელს გაუმკლავდე!
დარწმუნებული ვარ, იცი, რომ ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ გამარჯვება და ლხინი როდია.
„არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე“ (ფსალმ. 117:17).
მჯერა, რომ შენი ცხოვრება ღვთის მშვიდობითა და ზეციური სიხარულით ივსება. შენ შეგიძლია სხვებს ასწავლო, როგორ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სიძნელეებს.
ადამიანები გკითხვენ: რა არის ღვთის მშვიდობა? რაშია შენი სიხარულის საიდუმლო?
- შენ იცი, რომ შენთვის ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება (იხ. რომ 8:28)
- შენ იცი, რომ განსაცდელის ჟამს უფალი შენთანაა (იხ. რჯლ. 20:4)
- შენს გზას ღვთის სიტყვა ანათებს (იხ. ფსალმ. 118:105)
- სულიწმიდა შენთანაა და შენშია (იხ, იოან. 14:17)
დიახ, შენ ამ ჭეშმარიტებებით ხარ აღჭურვილი, რათა ყველგან და ყოველთვის ადიდო უზენაესი ღვთის სახელი.
ილოცე ჩემთან ერთად: „კურთხეული ვარ, რადგან მეფეთა მეფის შვილი ვარ, უზენაესი ღმერთის მემკვიდრე ვარ, ჩემი ცხოვრება სამყაროს შემოქმედმა აკურთხა. მე მიცავს და მიფარავს ყოვლისშემძლე ღმერთი, რომლის ძალით ბრუნავს და ტრიალებს ცის ყველა მნათობი“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს