3.10

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ ახალი ქმნილება ხარ!

შენ ახალი ქმნილება ხარ!

ჩემო მეგობარო, დარწმუნებული ვარ, იცი, როგორ იქცევა მუხლუხო პეპლად. ეს ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ტრანსფორმაციაა.

ყველაფერი პატარა მატლით იწყება. ის მუხლუხოდ იქცევა და დროებით სახლს იკეთებს.

გარედან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამ სახლში არაფერი არ ხდება. ეს ლამის სიკვდილის ადგილია, სადაც არაფერი იძვრის და არაფერი ჟღერს… მაგრამ აქ სიცოცხლეა…

გაივლის რამდენიმე დღე და უცებ პარკიდან სიცოცხლე გამოხეთქავს! ორი უმშვენიერესი ფრთა ცისკენ აიჭრება და ქმნილების სილამაზეში თავის წვლილს შეიტანს.

იცოდი, რომ თუკი ვინმე პარკის გახსნა შეეცდება პეპელას გამოიხსნელად, ის მოკვდება?

სწორედ ის ძალისხმევა, რომელიც პარკის გარღვევას სჭირდება, პეპლის ფრთებს აძლიერებს, რათა მან ისეთ ბუნებრივ მოვლენებს გაუძლოს, როგორიც არის წვიმა და ქარი, ან რაიმე სხვა, რასაც თავისი სიცოცხლის მანძილზე შეხვდება. ჭუპრიდან პეპლად ქცევა გარდაუვალი და აუცილებელია იმისთვის, რომ არსება გარემო პირობებისთვის შეემზადოს.

შენი პარკი ღვთის გული, მისი მყოფობა, მისი სიყვარულია. საიდუმლო ადგილას სულიწმიდა გესაუბრება, გასწავლის და გაძლიერებს.

უფალი გამზადებს მადლისა და ძალის უსაზღვრო ცხოვრებისთვის, გზას, რომელსაც მისი ფეხის კვალი ატყვია და მისი გამარჯვების ბეჭელი ადევს:

  • სიკვდეილზე გამარჯვების! (1 კორინთ. 15:55-58).
  • სნეულებაზე გამარჯვების! (ესაია 53:5).
  • შენს გაჭირვებასა და შიშებზე გამარჯვების! (ფსალმ. 53:9).
  • მისი გამარჯვებისა ყველაფერზე, რაც ხელს გიშლის თავისუფალ და ბედნიერ ცხოვრებაში!

დღეს შენს მომავალს სწორედ მისი გამარჯვება განსაზღვრავს!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.