
ტანსაცმლის ეტიკეტზე ხშირად წაგიკითხავს, თუ სად არის დამზადებული ეს ნივთი. მაგალითად, “Made in China.”
მაგრამ შენ, მუდამ ის უნდა გახსოვდეს, რომ ზეცაში ხარ შექმნილი!
შენ ხარ ახალი ქმნილება. შენ აღარ ხარ დაცემული! მათთვის, ვინც ქრისტეშია, დაცემა აღარ არსებობს. იესოს სისხლით ყველა შენი ცოდვისგან განიბანე!
- „… თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე – მართალი იესო ქრისტე” (1 იოანე 2:1).
- ზეცაში შენ გყავს მამა, რომელსაც ძლიერ უყვარხარ. შენ მისი შვილი ხარ. ზეცაში შენთვის ადგილია გამზადებული. იესომ თქვა: „წავალ და ადგილს გაგიმზადებთ… რათა სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:3).
- ზეცაში თქვენთვის გამზადებულია სასწაულები, კურთხევანი და გულმოწყალება, რომელთა განხორციელება თქვენს ცხოვრებაში შეგიძლიათ. ბიბლია გვასწავლის: „ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მამიდან, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის“ (იაკობი 1:17).
დიდება უფალს! დაე, ეს ზეციური კურთხევანი დღეს განხორციელდეს. ვლოცულობ იმისთვის, რომ სრულად მიიღოთ ისინი და ღვთის სასწაული, რომელიც თქვენთვისაა გამზადებული, ზეციდან დედამიწაზე გადმოვიდეს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს