
„ კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს – ომი“ (ფსალმ. 143:1).
შენ უფლის „საწვრთნელი გუნდის“ წევრი ხარ. ყველაფერი, რასაც ახლა განიცდი, გაგაკაჟებს და შენთვის გამოცდილებად იქცევა. შეხედე პროფესიონალ სპორტსმენებს. ყოველ მათგანს ინტენსიური წვრთნის გავლა უწევს.
ამგვარი წვრთნა შეიძლება ძალზე დამღლელი იყოს ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად. შესაძლოა თავი დათრგუნულად იგრძნო. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ დაეცემი. მაგრამ ეს არ მოხდება.
შენი მამა სამომავლო მიზნისთვის გამზადებს. მან ყველაფერი იცის შენი უნარებისა და გამძლეობის შესახებ.
თვალი უფალს მიაპყარი და წინსვლა გააგრძელე. არავითარმა გარემოებამ გემბანი არ უნდა დაგატოვებინოს. ღმერთი შენთანაა. ის შენი მამა და ზეციერი მწვრთნელია. ის გეუბნება: „შვილო, შენ ამას შეძლებ. მე აქ ვარ, რომ დაგეხმარო“.
ილოცე ჩემთან ერთად: „მამაო, გმადლობ. შენ ყველაფერი იცი ჩემი უნარებისა და გამძლეობის შესახებ. შენ ასწავლი ჩემს ხელებს ბრძოლას, ჩემს თითებს – ომს. მე არ დავტოვებ გემბანს. მე მედგარი ვიქნები და შენს ნებას აღვასრულებ. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს