7.18

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ თავისუფალი ხარ… სიყვარულისთვის!

შენ თავისუფალი ხარ… სიყვარულისთვის!

შენ ღვთის შვილი ხარ, ამიტომ შენს ცხოვრებაში მისი სული მოქმედებს. ღვთის სული თავისუფლებისკენ მიგიძღვის. 

„ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორ. 3:17)

შენ უფალთან ურთიერთობის თავისუფლება გაქვს. შენ მუდამ შეგიძლია მასთან საუბარი, მისთვის შენი სწრაფვებისა და ოცნებების გაზიარება. 

ეს ის თავისუფლებაა, რომელიც ღვთის შვილებს მიეცათ. ეს უფლის შემეცნების, ღვთის სიყვარულის, მოყვასის სიყვარულისა და მიტევების თავისუფლებაა. 

შენი თავისუფლება სიკვდილზე ღვთის სამარადისო გამარჯვების და ღვთის ძლიერების ნაყოფია. შენ გაქვს თავისუფლება უფლის გზა აირჩიო, მზერა უფალს მიაპყრო. ეს ღვთის ნიჭია. 

მოდი, ერთად შევწიროთ უფალს მადლობა ამ თავისუფლებისთვის: „იესო, გმადლობ თავისუფლებისთვის, რომელიც შენ მიერ მომეცა. გმადლობ, რომ შენი სიყვარულის, მოყვასის სიყვარულისა და მიტევების, ჩემი ცხოვრების დღეების შენთან გატარების თავისუფლება მაქვს. შენი სახელით, ამინ“.  

დამოწმება: „გულახდილად გეტყვით: ზოგჯერ თქვენი წერილების კითხვისას ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს უფალი პირადად მე მესაუბრება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა რაიმე დაბრკოლების დაძლევა მიწევს. „დაინახე სასწაულის“ წერილები თითქოს ჩემთვისაა დაწერილი,  ჩემს საჭირბოროტო კითხვებს პასუხობს და ცხოვრებაში მეხმარება“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.