
თავისუფლება!
ეს არის ყიჟინა სახელოვან გმირთა, რომლებმაც მტერი დაამარცხეს და სამშობლო გაათავისუფლეს.
თავისუფლება!
ეს თქვენი მოზარდის წამოძახილია, რომელსაც პარასკევს საღამოს სახლიდან გასვლის და მეგობრებთან დროის გატარების ნება მისცეს.
თავისუფლება ყოველ ჩვენგანს სწყურია. მთელი ჩვენი არსება თავისუფლებისკენ ილტვის.
- თავისუფლება სხვების აზრისგან;
- თავისუფლება დამოკიდებულებისგან;
- თავისუფლება იმისგან, რაც შენს სულს ზღუდავს;
- თავისუფლება აკეთო ის, რისთვისაც მოწოდებული ხარ.
ეს გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს, სრულიად ნორმალურია!
ასეთებად ღმერთმა შეგვქმნა. მან იმიტომ კი არ მოგვცა სიცოცხლე, რომ ვინმეს ან რამეს დავემონოთ, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლები ვიყოთ.
მართალია, ხელ-ფეხი ბორკილებით არ გვაქვს შეკრული, მაგრამ ხშირად ბორკილები ჩვენს სულს და აზრებს ადევს.
ამ ბორკილებისგან ჩვენი გათავისუფლება იესოს შეუძლია!
„ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი“ (ფილიპ. 2:9).
ამიტომ ყველაფერი, რაც გზღუდავს, გბოჭავს და გაკავებს, სწორედ ახლა ნადგურდება იესოს სახელით.
შენ თავისუფალი ხარ! შენ ჭეშმარიტად თავისუფალი ხარ იესოში! (იხ. იოან. 8:36)
მოუსმინე ამ სიმღერას და იხარე: “I Am Free!”
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს