
დღეს ცა გახსნილია! ის მთელი შენი ცხოვრების განმავლობაშია გახსნილი. შენი ბედი და შენი ოცნებები წვიმით ირწყვება.
შენ წარმატებას მიაღწევ… შენი გამოცდა, გასაუბრება, ქორწინება და ოჯახური ცხოვრება წარმატებული იქნება… არ აქვს მნიშვნელობა, რა გამოწვევის წინაშე დგახარ, რა სიმაღლის მწვერვალია შენ წინ აღმართული. შენთან ღმერთია, მან თავისი მარჯვენა გადაგაფარა, ამიტომ შენ წარმატებული იქნები!
ზეციერი მამა რწყავს და აკურთხებს შენს ცხოვრებას, რათა შენც აკურთხუ სხვები.
გახდი დღეს კურთხევის არხი შენი ძმისთვის, შენი დისთვის, შენი თანამშრომლისთვის, თუნდაც შენი ფოსტალიონისთვის. მაგალითად, ასე უთხარი: „გმადლობ, რომ არსებობ!“.
იყავი არხი, რომელშიც ღვთის მადლი მიედინება, რათა წვიმამ, რომლითაც შენი ცხოვრება ირწყვება, სხვებიც მორწყოს! ილოცე ჩემთან ერთად: „ჰო, უფალო, მე მინდა, რომ შენი არხი ვიყო! ვიცი, რომ ჩემთან ხარ, ამიტომ წარმატებული და კურთხეული ვიქნები. მე კი დღეს სხვათა კურთხევა ვიქნები! იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს