
დღეს 26-ე ფსალმუნის განხილვის მესამე დღეა. მესამე მუხლი ომსა და მტრის ჯარზეა:
“თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს“ (ფსალმ. 26:3).
4 მეფეთა წიგნის მე-6 თავი მოგვითხრობს იმ დღეზე, როდესაც სირიელთა ჯარმა ისრაელის ერთ-ერთ ქალაქთან დაიბანაკა. იმ დროს ქალაქში ელისე წინასწარმეტყველი იყო და მის მონას შეეშინდა. ელისემ გაამხნევა და უთხრა: “ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“ და ილოცა ელისემ და თქვა: “უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს“. და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით“ (4 მეფეთა 6:16-17).
როგორ არ უნდა შეგეშინდეს, როცა მტრის ჯარით ხარ გარემოცული? უნდა გაიგო, რომ შენიანები მეტნი არიან, ვიდრე შენი მოწინააღმდეგენი! უნდა ილოცო, რომ ღმერთმა თვალები აგიხილოს და დაინახო, რომ მისი მადლით და სიყვარულით ხარ გარემოცული. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს, ღვთის ანგელოზები ემსახურებიან. ეს შენზეა ნათქვამი, ისინი შენ გემსახურებიან! (ებრ. 1:14).
გულს ნუ დაიმწუხრებ, ღმერთს მიენდე! აღივსე ნდობით. თვით იესომ გვითხრა:“როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით“ (მარკ. 13:7).
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს