
26-ე ფსალმუნის მე-4 მუხლში უფლის სხლზეა საუბარი:
“ერთს ვთხოვ უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარს ვიხილავდე“ (ფსალმ 26:4).
არის ადგილი, სადაც დაცული ხარ, სადაც ვერაფერი შეგეხება… ეს ღვთის სახლია. დავითს იქ ცხოვრება სურდა, რადგან ეს სიმშვიდის ადგილია, რადგან იქ ღვთის დიდება და სილამაზეა.
მაგრამ სად არის ეს ადგილი? დავითისთვის ეს იერუსალიმის ტაძარი იყო, რადგან იმ დროს, ანუ იესოს განკაცებამდე, ღმერთი თავის მყოფობას გარკვეულ ადგილას ავლენდა. შემდეგ კი ქრისტე მოგვივლინა, ახალი აღთქმის შუამავალი.
პავლე მოციქული აცხადებს: “ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“ (საქმე 17:24).
მაშ სად მკვიდრობს? შენში! ბიბლია გვეუბნება: “ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (1 კორინთ. 3:16).
გააცნობიერე? შენ ღვთის ტაძარი ხარ!
ამიტომ ღვთის სახლში დამკვიდრება სულიწმიდის მიღებას გულისხმობს. მისი ტაძარი შენ ხარ. შენ ღვთის ქმნილება ხარ. ის შენში მყოფობს. შენ შეგიძლია მთელი ცხოვრება უფლის სახლში გაატარო, რადგან მისი სახლი შენ ხარ და მისი დიდებული მყოფობა მუდამ შენში იქნება! განა საოცარი არ არის?
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს