4.4

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ მოწვეული ხარ მეფის ნადიმზე!

შენ მოწვეული ხარ მეფის ნადიმზე!

“წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ, თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში…” (ეფეს. 1:5-6).

ამ დილით წაიკითხე, მიიღე და გააცნობიერე ეს დიდი ჭეშმარიტება: შენ მეფის შვილი ხარ! შენ იმის მემკვიდრე ხარ, ვინც ყველაფერს ფლობს. მას ხელთ სამყარო უპყრია და მარადიულ ტახტზე ზის. ის განაგებს ზღვებს, მან დათრგუნა სიკვდილი, და ის შენი მამაა!

მან შეგქმნა, აგირჩია და შვილად მიგიღო. ეს ცხადია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ: მეფის შვილები მის მაგიდას უსხედან. ანუ მასთან ერთად  საუკეთესო,  დიდებულ, უგემრიელეს და სურნელოვან კერძებს შეექცევიან.

შენ მისი შვილი ხარ, ამიტომ მის ტახტთან, მის სუფრასთან და მის გულთან მიახლოვების პატივი გერგო. შენ მეფეთა მეფის გვერდით ყოფნის პატივი გაქვს. და არაფერია უფრო მშვენიერი და საოცარი, ვიდრე განხორციელებული სიყვარულის და ზეციური მშვიდობის სიახლოვე.  

დღესვე მიუახლოვდი მამას. ახლოს მიდი. შეიგრძენი მისი სურნელი, ისმინე მისი გულისცემა. ნადიმი გამზადებულია და იგი მხოლოდ შენ გელის!

ილოცე ჩემთან ერთად: “მამაო, გმადლობ შენი სიახლოვის პატივისთვის. ვიცი, რომ გიყვარვარ და ჩემთვის საუკეთესო გსურს. გმადლობ შენი მშვიდობისთვის, სიყვარულისთვის და ნიჭებისთვის, რომლებიც მე მიბოძე! მე ისინი დღეს მომეცა. ისინი ჩემთვისაა! იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.