
მთავარი | დაინახე სასწაული | შენ მშვიდობის და სიყვარულის ჭურჭელი ხარ
შენ მშვიდობის და სიყვარულის ჭურჭელი ხარ
ხშირად დავკვირვებივარ: ადამიანი ოთახში შემოდის და ატმოსფერო, რომელიც მანამდე რამდენადმე დაძაბული იყო, ნელ-ნელა განმუხტვას იწყებს. ასეთი რამ ალბათ შენს შეგინიშნავს.
ჩემო მეგობარო! სწორედ შენ ხარ ასეთი ადამიანი! „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“ (მათ. 5:9)
შენ ღვთის შვილი ხარ. შენ ის ხარ, ვისაც სიხარული და მშვიდობა მოაქვს. შენ სამყაროს მეუფის სიყვარულის ჭურჭელი ხარ და შენგან უფლის სიყვარული იღვრება.
სადაც არ უნდა მიხვიდე დღეს, გახსოვდეს: მეფეთა მეფე შენთანაა.
ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ ღიმილით, სიყვარულის მზერით, კეთილი სიტყვით სხვათა კურთხევა შეგიძლია.
ახალი დილა გათენდა. მოდი, გამოავლინე დღეს ღვთის სიყვარული მოსმენით, ნუგეშის სიტყვით, კეთილი საქმით. სულიწმიდას მიენდე და ის გაჩვენებს, ვის სჭირდება დღეს შენი დახმარება. მერე, თუკი ისურვებ, შენი გამოცდილება გაგვიზიარე, რათა ჩვენმა დებმა და ძმებმა შენს მაგალითს მისდიონ და კეთილი საქმით ღვთის სიყვარული გამოავლინონ.
ლამაზი და კურთხეული იყოს შენი დღე!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს