3.18

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ სასწაული ხარ!

შენ სასწაული ხარ!

როდესაც თქვენს მოკლე გამამხნევებელ წერილებს ვკითხულობ, ისევ და ისევ ვხვდები, რომ ღმერთი ყოველთვის პასუხობს მათ, ვინც მას მიმართავს. შენ სასწაული ხარ!

გაცოცხლებული გულები, სასწაულებრივი განკურნებები, მიტევება, შთაგონებული და გარდაქმნილი ცხოვრება… ეს ღვთის მოქმედების შედეგია. ეს ისტორიები მამხნევებს, ამიტომ ისევ და ისევ გიკავშირდბით „დაინახე სასწაული“-ს მეშვეობით.

ეს პროექტი იმიტომ წამოვიწყე, რომ ღვთის ერის მსახურება მსურდა. ახლა შენ ჩემთან ერთად მსახურობ! მკითხველთა წერილებს რომ ვკითხულობ, მახარებს ის სასაწაულები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება:

  • “დაინახე სასწაული“ ძალას მაძლევს და მე სიძნელეთა წინაშე უკან არ ვიხევ. გმადლობთ ამ მშვენიერი მსახურებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვინც გასაჭირშია. თქვენი გზავნილის მეშვეობით ღვთის სიტყვას ვსწავლობთ. მისი ზემოქმედების ძალა გასაოცარია. „დაინახე სასწაული“ მეხმარება, ხელს მიწყობს და ბიბლიის კითხვისკენ მიბიძგებს. ამაზე ოფისშიც ვსაუბრობთ, ოჯახშიც და ჩვენს სალოცავ ჯგუფშიც.
  • “აგვისტოს თვიდან ყველაფერმა, რაც შეუძლებელი მეგონა, განხორციელება დაიწყო“.
  • “ცხოვრებაში იმდენი ტკივილი განვიცადე, რომ წასვლა მინდოდა.  „დაინახე სასწაული“ ღვთისადმი თავის მიძღვნაში, ღმერთთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან სიახლოვის გაღრმავებაში დამეხმარა. ჩემი გზა კვლავ სიხარულითაა სავსე. გმადლობთ”.

შენ ღვთის ნამდვილი სასწაული ხარ! მას განსაკუთრებულად უყვარხარ. მას პირადად შენ უყვარხარ!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.