8.25

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ სიკეთის ქმნა შეგიძლია!

შენ სიკეთის ქმნა შეგიძლია!

ახლოს არ გიცნობ. არ ვიცი, სად მუშაობ და რას საქმიანობ. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი: სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა საქმიანობდე, შენ კეთილი საქმეების კეთება შეგიძლია. 

როგორ მოქმედებდა იესო? იგი სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიენდო, უსაზღვრო სიყვარულით მიუტევა ცოდვები (იხ. ლუკ. 7:48), ქადაგებდა, სასწაულებს ახდენდა და განსაცდელში მყოფთ ეხმარებოდა, კურნავდა მათ (იხ. ლუკ. 14:4)  და ანუგეშებდა (იხ. ლუკ. 10:41-42). 

ღვთის სიყვარულით იხელმძღვანელე და კეთილი საქმეები აკეთე: 

  • მოუსმინე მას, ვისაც უჭირს;
  • გაამხნევე;
  • „დაინახე სასწაულის“ წერილები გაუზიარე;
  • გულითადი ღიმილი აჩუქე.

შესაძლოა, ამ ერთი შეხედვით მცირე საქმეებით ვიღაც დიდი გასაჭირისგან იხსნა.

დიახ, შენ კეთილი საქმეების ქმნა შეგიძლია. აჩვენე იმედდაკარგულს, რომ იგი ღმერთს უყვარს. 

კურთხეული იყავი და სხვები აკურთხე!


დამოწმება: „უღიმღამო დილა გათენდა. მელანქოლიური განწყობა მქონდა. მერე, ჩვეულებისამებრ, თქვენი წერილი წავიკითხე და ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ დილა უღიმღამო კი არა, მშვენიერია, და რომ ამ დღეს უქმად ვერ გავატარებ. ღმერთი ჩემთანაა და მან უკვე მიკარნახა, ვის სჭირდება ჩემი თანადგომა“.  

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.