
სიხარულის თუ განსაცდელის ჟამს ყოველ ჩვენგანს სულიწმიდა მიუძღვის. ის დაგვიცავს საფრთხისგან და უვნებლად მიგვიყვანს დანიშნულების ადგილამდე.
„თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ“ (გალ. 5:25)
მხოლოდ ღვთის სულის ხელმძღვანელობით შევძლებთ ჩვენი მიზნის მიღწევას. თუნდაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება შეგხვდეს, შენი თვალი ღვთის სულს მიაპყარი და მას მიენდე.
ის მუდამ, ყოველდღე შენთანაა და შენს დახმარებას ლამობს, მაშინაც, როცა პრობლემა თავად შენ მცირე და უმნიშვნელო გეჩვენება. შენ მას უყვარხარ, ამიტომ მისთვის შენი ცხოვრების ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანია.
თუკი სულიწმიდა მიგიძღვის, გზას არ ასცდები.
„გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმ. 31:8)
შენ სულიწმიდა მიგიძღვის და გიცავს, ამიტომ ნურაფრის შეგეშინდება.
„მარტოხელა დედა ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. ყოველ დილით ვკითხულობ თქვენს წერილებს და ახალ დღეს მხნედ და უშიშრად ვხვდები. მუდამ გვირჩევთ, რომ ჩვენი ცხოვრება უფალს მივანდოთ. ასეც მოვიქეცი და ჩემს სულში მშვიდობამ დაისადგურა“.
„ცოტა ხნის წინ ერთ რთულ პროექტს მოვეჭიდე. ძალიან განვიცდიდი. სწორედ ამ დროს მივიღე თქვენი პირველი წერილი. თქვენ წერდით, რომ ყველაფერი ღვთის ხელთაა, რომ იგი ყველაფერს განაგებს. ამ სიტყვებმა გამბედაობა შემძინა, ღმერთს მივენდე და წარმატებასაც მივაღწიე“.
ილოცე ჩემთან ერთად: „სულო წმინდაო! აი, ახალი დღე გამითენდა. შენს ხელმძღვანელობას ველი, რათა სწორი არჩევანი გავაკეთო. გმადლობ იმისთვის, რომ ყოველდღე ჩემთან ხარ, მეხმარები და მიცავ. იესოს სახელით, ამინ“.
დამოწმება: „თქვენ ხშირად გვახსენებთ, რომ ყველაფერს მე, სხვა ადამიანები, წუთისოფლის ბრუნვა კი არა, ღმერთი განაგებს. ამგვარი სიტყვები მუდამ მამხნევებს, რადგან ღმერთი მუდამ ჩემთანაა, არასდროს მიმატოვებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას სურს. თქვენ მასწავლეთ, რომ ღმერთი ჩემი ფარი და ჩემი მამაა, რომ მე მას ვუყვარვარ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს