
სულიწმიდა უდიდესი ნუგეშისმცემელია. მაგრამ უნდა იცოდე, რომ ის უდიდესი მასწავლებელიცაა.
„შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ“ (ფსალმ. 72:24)
ცოტა ხნის წინ მილიონობით ბავშვი არდადეგების შემდეგ სკოლას დაუბრუნდა, ზოგმა კი ახლა დაიწყო სწავლა. იცოდე, რომ შენ სწავლა ჯერ არ დაგისრულებია და შეგიძლია მეცადინეობა გააგრძელო… სულიწმიდასთან ერთად. იგი ნამდვილ, ჭეშმარიტ ცოდნას გაძლევს, შენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯს ხელმძღვანელობს, წინ მიგიძღვის, ალერსით და სიყვარულით გასწავლის, წმინდა წერილის სწორედ იმ მუხლებზე მიგითითებს, რომლებიც ახლა, ამ წუთას, შენს გულს ეხმიანება.
ყოველდღე სულიწმიდა ახალ და ახალ ცოდნას გაძლევს. იგი სიცოცხლეს, ძალას და ჭეშმარიტებას გაძლევს. ღვთის სულთან, ამ უდიდეს მასწავლებელთან ერთად შენ ყველა გამოცდას ჩააბარებ, ყველა განსაცდელს დაძლევ. წმინდა წერილი გვეუბნება: „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოან. 14:26).
ამ „სასწავლო კურსის“ ყოველ მომენტში იგი შენთანაა. მას უსმინე. დაე, მისმა კურთხეულმა სიტყვამ შენს გულში დაიმკვიდროს და შენი სული განამტკიცოს.
შენ სწავლა ჯერ არ დაგისრულებია. მოდი და უდიდესი მასწავლებლის, სულიწმიდის ფერხთით მოიკალათე.
დამოწმება: „ორი წლის წინ ჩემი ვაჟიშვილი ავტოავარიაში მოხვდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მძიმე დრო გამოვიარეთ და ახლაც რეაბილიტაციას გავდივართ, რომელიც არცთუ ისე მარტივია. თქვენი წერილების კითხვა მაშინ დავიწყე, როცა სასოწარკვეთილების ზღვარზე ვიყავი. მეგონა, რომ ფსიქოლოგიური რესურსი ამომეწურა. თქვენმა გზავნილებმა მხნეობა მომცა და სიხარულის უნარი დამიბრუნა. თქვენ ამიხილეთ თვალი და დამანახეთ, რომ ღმერთს არ მივუტოვებივარ, რომ ის ჩემთანაა. მანამდე მხოლოდ შვილის ტკივილს ვხედავდი, ახლა კი იმას ვხედავ, რომ ის ცოცხალია, სრული გამოჯანმრთელების გზაზეა, რომ ტკივილი მალე ჩაივლის და ჩვენ ბედნიერად ვიცხოვრებთ უფალში. ღმერთმა გაკურთხოთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს