
იცი, რატომ შეგქმნა ღმერთმა? იმისთვის, რომ მის მარადიულ მყოფობაში იცოცხლო.
შემოქმედი ღმერთის მყოფობა შენი სულის სამყოფელია, შენი გულის საკურთხეველია. ეს ის ადგილია, სადაც მისი ხმა გესმის, მის აღთქმას იღებ, მასში იზრდები.
„შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე“ (ფსალმ. 20:7)
ის დღენიადაგ შენზე ზრუნავს და მხარს გიმაგრებს. ის შენი ცხოვრების გზას ანათებს, შენს სულს ზეციური სიხარულით ამკობს.
ამქვეყნად ვერაფერი შეედრება იმ წუთებს, როცა შენ მასთან რჩები, მის სახეს უმზერ და მის ხმას ისმენ.
ეძიე მისი მყოფობა ყოველდღე. მაშინ, როცა დილით თვალს ახელ, შენი ფიქრები და შენი პირველი სიტყვები ღვთისკენ მიმართე.
„უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები“ (ფსალმ. 5:4)
დატკბი და იხარე ღვთის მყოფობით!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს